logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: როდესაც უკვე დაწყებულია საარჩევნო კამპანია და რომელიმე პარტია თუ პარტიები ვერ ასახელებენ კანდიდატს, ეს, ბუნებრივია, მათ რეიტინგზეც აისახება
- +

9 აგვისტო. 2021. 19:05

 

 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, როდესაც უკვე დაწყებულია საარჩევნო კამპანია და რომელიმე პარტია თუ პარტიები ვერ ასახელებენ კანდიდატს, ეს მათ რეიტინგზე აისახება.

 

მისივე თქმით, ეს ფაქტორი არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ უფრო მაღალი შედეგების მიღებაში დაეხმარება.

 

„მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ არა მხოლოდ საქართველოში, ნებისმიერ ქვეყანაში საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც უკვე დაწყებულია საარჩევნო კამპანია და რომელიმე პარტია თუ პარტიები ვერ ასახელებენ კანდიდატს, ეს, ბუნებრივია, მათ რეიტინგზეც აისახება იმიტომ, რომ ზოგ შემთხვევაში ადამიანური რესურსი არ არის, ან შიდა განხეთქილებებია და ვერ ჯერდებიან კონკრეტულ კანდიდატებზე, ზოგ შემთხვევაში სხვა მიზეზებია. გარდა ჩვენი პარტიული რეიტინგისა ეს ფაქტორიც იმუშავებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას” ექნება გაცილებით უფრო მაღალი შედეგები, ვიდრე ყველა დანარჩენს ერთად”, – აცხადებს მდინარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner