logo_geo
eng_logo
რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილი ყველა მასშტაბური ღონისძიება უქმდება
- +

9 აგვისტო. 2021. 19:06

 

 

„გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას,“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღება აღარ გაიმართება.

 

„პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან კოვიდრეგულაციები, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner