logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: აშშ-დან საქართველოში სატვირთო ფრენები შესრულდება, რაც ძალიან პოზიტიური ფაქტია ჩვენი ეკონომიკისთვის
- +

9 აგვისტო. 2021. 19:53

 

 

ავიაკომპანია Silk Way West Airlines ჩიკაგო - თბილისი - ბაქოს მიმართულებით სატვირთო რეისების შესრულებას იწყებს.

 

„პირველი - მნიშვნელოვანია, რომ აშშ-დან თუნდაც სატვირთო ფრენები საქართველოში შესრულდება. მეორე - ეს ძალიან პოზიტიური ფაქტია ჩვენი ეკონომიკისთვის, რადგან სატვირთო გადაზიდვები, მათ შორის, საავიაციო გადაზიდვები იმატებს. 2020 – 2021 წლებში ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან კარგი დინამიკა გვქონდა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

 

აღსანიშნავია, რომ ფრენები აღნიშნულ საჰაერო ხაზზე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის პრაქტიკაში მიღებული ე.წ. „ჰაერის მეხუთე თავისუფლების“ გამოყენებით შესრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ავიაკომპანია აშშ-დან წამოღებული ტვირთების ნაწილს ჯერ თბილისში გადმოზიდავს, ხოლო შემდეგ კი - ბაქოში. შესაბამისად, ავიაგადამზიდველის თბილისში დაჯდომას კომერციული მიზნები ექნება.

 

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში Silk Way West Airlines-ის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, პირველი რეისი ჩიკაგო - თბილისი - ბაქოს ხაზზე მიმდინარე წლის 10 აგვისტოს განხორციელდება. ფრენები ამ მიმართულებით მრავალჯერადად იგეგმება. სააგენტოს მიერ, აზერბაიჯანულ სატვირთო ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 6 აგვისტოს მიენიჭა.

 

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ს აღნიშნული ფრენების შესრულებაზე ნებართვა მას შემდეგ მიენიჭა, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის  „ჰაერის მეხუთე თავისუფლების“ გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner