logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე გახარიაზე: ნიკანორ მელიას გამო რომ ღალატობ კანონის უზენაესობას, საკუთარ გუნდს, მხარდამჭერებს და შემდეგ სინდისის ქენჯნა გაწუხებს
- +

9 აგვისტო. 2021. 20:59

 

 

„საინტერესოა, სად, ვის წინაშე და რა ვითარებაში დადო ეს გაურკვეველი ფიცი? თუ რომელიმე პატრიოტული „ბლოკბასტერის“ შთაბეჭდილების ქვეშაა?“, - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმად გახარიამ განაცხადა, რომ მას მისი ქვეყნის, ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე ერთგულების ფიცი აქვს დადებული.

 

„ყველაზე რთულ და გადამწყვეტ მომენტში, „ნაცების“ ნიკანორ მელიას გამო რომ ღალატობ კანონის უზენაესობას, საკუთარ გუნდს, მხარდამჭერებს და შემდეგ სინდისის ქენჯნა გაწუხებს და ამას საჯაროდ ვერსად ამბობ, ბუნებრივია, იქ ხდება გამოგონილ რეალობაზე აპელირება. ბოდიში, მაგრამ ღალატს გამართლება არ აქვს! წერტილი!“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner