logo_geo
eng_logo
პროკურორის განცხადებით, 18 წლის თავდამსხმელი ფსიქიკურად დაავადებული იყო
- +

23 ივლისი. 2016. 15:09


გამოძიების ცნობით, თავდამსხმელს, რომელმაც გუშინ მიუნხენის სავაჭრო ცენტრში 9 ადამიანი მოკლა, დეპრესიული სახის ფსიქიკური დაავადება ქჰონდა.


ამის შესახებ პრესკონფერენციაზე პროკურორმა ტომას შტრაინკრაუს-კოხმა განაცხადა.


მისივე ცნობით, 18 წლის თავდამსხმელი ექიმის დაკვირვების ქვეშ უნდა ყოფილიყო. გამოძიების განცხადებით, თავდამსხმელის სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილ იქნა დიდი ოდენობით მასალა გაზეთებიდან და ჟურნალებიდან, სადაც საუბარი იყო მასობრივ თავდასხმებზე იარაღის გამოყენებით.


მიუნხენის პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის არანაირი ინფორმაცია თავდამსხმელის კავშირზე ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან" არ არსებობს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner