„გაიგეს რა, ჩვენმა ოპონენტებმა, რომ კახა კალაძე იქნება თბილისის მერობის კანდიდატი, ვერცერთი ვეღარ ბედავს, რომ მას კანდიდატად დაუდგეს, რადგან იციან რომ ეს ბრძოლა წინასწარ განწირულია“, - ამის შესახებ - ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„რაც შეეხება იმ ერთ დასახელებულ კანდიდატს უკვე თვალნათლივ იკვეთება მათი მიდგომებიდან და განცხადებებიდან, რომ ცდილობენ ჩირქი მოსცხონ წინასაარჩევნო კამპანიას, იმიტომ რომ დარწმუნებულნი არიან, 2 ოქტომბერს პირველივე ტურში კახა კალაძე დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.