პოლიცია მიუნხენის თავდამსხმელის „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ 18 წლის ახალგაზრდის ბინის ჩხრეკის შედეგად, ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი არ დასტურდება.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელის, ჰუბერტუს ანდრეს ცნობით, 18 წლის თავდამსხმელი მიუნხენში დაიბადა და გაიზარდა.
„თავდამსხმელი დაიბადა და გაიზარდა მიუნხენში. ის სკოლის მოსწავლე იყო. მის ბინაში და ოთახში, სადაც ის ცხოვრობდა, ჩხრეკა ჩატარდა, რის შედეგადაც „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირი ვერ დავინახეთ", - აღნიშნა ჰუბერტუს ანდრემ პრესკონფერენციისას.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს, გვიან ღამით, მიუნხენის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიასთან" 18 წლის ირანული წარმოშობის გერმანელმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 10 ადამიანი მოკლა, 27 კი დაჭრა.
სამართალდამცავებისთვის აღნიშნული ქმედების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.