„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
ჟურნალისტის კითვხაზე, პანდემიური ვითარებისა და თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით რამდენად უსაფრთხო იქნება 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები, ავთანდილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ მას სჯერა, ქვეყანაში ეპიდვითარება დასტაბილურდება.
ავთანდილ თალაკვაძემ სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა:
„მინდა მეც ვთხოვო და მოვუწოდო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომ გაიკეთონ ვაქცინა, ატარონ პირბადე და დაიცვან უსაფრთხოების წესები. ამ შემთხვევაში, მჯერა, რომ შევძლებთ ეპიდვითარება დავასტაბილუროთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამედიცინო პერსონალს და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ყველა თანამშრომელს - ისინი პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან. ჩვენ, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ კოვიდ -19 თან ბრძოლაში“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ავთანდილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ .