„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი დასაქმება და სოციალური პრობლემების მოგვარება იქნება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ „იმედთან“ სატელევიზიო ჩართვისას განაცხადა.
თალაკვაძემ იმ საკითხებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებას მმართველი გუნდი ოზურგეთში გეგმავს:
„დიდ ყურადღებას დავუთმობთ სოფლების და ქალაქის წყალმომარაგების საკითხებს. ასევე, ვგეგმავთ ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანას, რათა მთლიანად ოზურგეთის მასშტაბით, მათ შორის სოფლებში მოქალაქეებმა თანამედროვე ტრანსპორტით ისარგებლონ. უკვე მომზადებული გვაქვს 10-მდე ახალი პროექტი და ინიციატივა, რომელთაც კამპანიის დროს გავაცნობ საზოგადოებას - მათ შორის არის ახალი ინფრასტრუქტურაც“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.