logo_geo
eng_logo
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა 16-17 აგვისტოს გაიმართება
- +

10 აგვისტო. 2021. 00:21

 

კონსტიტუციურ კანონში ცვლილების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია ორ შეხვედრას გამართავს - თბილისსა და ქუთაისში.

 

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა მომავალ კვირას, 16-17 აგვისტოს გაიმართება. უფრო კონკრეტულად, 16 აგვისტოს კომისია შეხვედრას ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართავს.

 

17 აგვისტოს კი, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში თბილისში, პარლამენტის სასახლში იმსჯელებენ.

 

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება პარლამენტში 29 ივნისს განხორციელდა. პროექტს, რომლის საყოველთაო-სახალხო განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა, 91 დეპუტატი აწერს ხელს. პროექტს "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, ხელს აწერენ: "მოქალაქეების", "გირჩის", "სტრატეგია აღმაშენებლის" და „ლელოს“ წარმომადგენლები. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კონსულტაციების შედეგად შეჯერებული პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 2%-ია და დადგენილია მანდატების პროპორციული განაწილების წესი. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე პუნქტით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე ჩამოდის. ამავე პროექტით, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, საკმარისი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერა. კონსტიტუციაში ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner