პენტაგონის გადაწყვეტილებით, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება
-
+
10 აგვისტო. 2021. 00:37
პენტაგონის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. აღნიშნული განკარგულება ძალაში 15 სექტემბრიდან შევა.
„მოვიძიებ პრეზიდენტ ბაიდენის თანხმობას, რომ ვაქცინაცია 15 სექტემბრიდან სავალდებულო გახდეს“,- ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდაცვის მდივნის ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.
თავდაცვის მდივნის თქმით, ის აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის პასუხს ელოდება, რათა ვაქცინები საბოლოოდ დაამტკიცოს, რაც სავარაუდოდ თვის ბოლომდე მოხდება.