logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: კი ბატონო, ეძახეთ ერთმანეთს "მესამე ძალები", მწერლები, პოეტები, ვარსკვლავები, მაგრამ ვის სჯერა?
- +

10 აგვისტო. 2021. 03:00

 

 

„კი ბატონო, ეძახეთ ერთმანეთს "მესამე ძალები", მწერლები, პოეტები, ვარსკვლავები, მაგრამ ვის სჯერა?“,  - წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე.

 

„“სტრატეგია აღმაშენებელი” 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “მესამე ძალის” სახელით მიიღებს მონაწილეობას.

როცა მესმის მსგავსი ტიპის ყინჩი განცხადებები, მაგ: ეს ტიპი მწერალია, ის ცქნაფა მომღერალი, ეს როჟა ინტელექტუალი და ის არსება ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს, მუდამ მახსენდება ფრაგმენტი ნოდარ დუმბაძის რომანიდან "მზიანი ღამე", სადაც ლიტერატურული წრის შეკრებაზე ბატონი შალვა ძალიან მაგარი მონოლოგით მიმართავს "კომპასისა" და "სამგორზე შექმნილი ლექსების ციკლის" ავტორებს - ვეძახოთ ერთმანეთს ბელინსკები და ბარათაშვილები, ვინ დაგვიჯერებს? (მაპატიეთ ციტატა ზუსტად არ მახსოვს).

კი ბატონო, ეძახეთ ერთმანეთს "მესამე ძალები", მწერლები, პოეტები, ვარსკვლავები, მაგრამ ვის სჯერა?

გთხოვთ არ მიპასუხოთ ლექს "კომპასის" ავტორივით - ვინც არ დაგვიჯერებს, ახია იმაზეო

სულო ცოდვილო და ცოტა გული კი დამწყდა ვაშაძე ჯუნიორი ამ "ბელინსკების" მარაქაში რომ გაერია, მაგრამ რას იზამ“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner