„ფაიზერით“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო. აცრაზე დარეგისტრირება https://booking.moh.gov.ge/-ზეა შესაძლებელი.
„ფაიზერის“ მეორე დოზაზე აცრა 15 აგვისტოდან დაიწყება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით დაემატება როგორც ამცრელი ბრიგადების რაოდენობა, ასევე ღია სივრცეები, სადაც დარეგისტრირებულ პირებს ვაქცინის გაკეთება შეეძლებათ.