საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 182-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 697 პირს დაუდასტურდა, 2 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა.