logo_geo
eng_logo
შსს-ს თანამშრომლების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს
- +

10 აგვისტო. 2021. 11:34

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მასობრივი ვაქცინაციის პროცესი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აქტიურად გრძელდება, როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში არსებულ იმუნიზაციის ცენტრებში,“ - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

„თბილისის ზღვის პლაზაში" გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ვაქცინაცია.

 

სამინისტროს თანამშრომლების COVID-19-ის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინით აცრის პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანდაცვის სამსახურის და უწყებაში დასაქმებული ექიმები ახორციელებენ.

 

იმუნიზაციის ცენტრებში მოწყობილია ვაქცინაციის კაბინეტები, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი, რაც სრულად უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, როგორც „ფაიზერის" და „სინოვაკის", ასევე, „სინოფარმის“ ვაქცინით.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამინისტროს 20 ათასამდე თანამშრომელი უკვე ვაქცინირებულია,“ - ნათქვამიას შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner