logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: სავალდებულო ვაქცინაციაზე ამ ეტაპზე არ ვმსჯელობთ
- +

10 აგვისტო. 2021. 11:37

 

 

„სავალდებულო ვაქცინაციაზე ამ ეტაპზე ჩვენ არ ვმსჯელობთ,“ – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, შესაძლოა, დადგეს ისეთი ვითარება, როდესაც გარკვეული სეგმენტის წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

 

„ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციაზე ჩვენ არ ვმსჯელობთ, თუმცა შეიძლება, დადგეს მომენტი, როდესაც ვაქცინაცია გარკვეული სეგმენტის წარმომადგენლებისთვის, როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე ჩვენთანაც დადგეს პრაქტიკად. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება, ავირიდოთ მსგავსი მოთხოვნები და დავალებები სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner