logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: ბავშვების ტალღა თითქმის გადავიარეთ, ორი კვირის წინ გაცილებით უფრო მძიმე პაციენტები გვყავდა
- +

10 აგვისტო. 2021. 12:11

 

 

„ბავშვების ტალღა თითქმის გადავიარეთ, ორი კვირის წინ გაცილებით უფრო მძიმე პაციენტები გვყავდა,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ჩვენ ბავშვთა საწოლების რაოდენობას მაქსიმალური მობილიზაცია გავუკეთეთ. დღესდღეობით კარგია, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლები ინფიცირებაა ბავშვებში. ამ შედეგს ვირუსის თვისებას არ დავაბრალებთ - მშობლებმა როდესაც დაინახეს, რამდენად აგრესიულია ვირუსი ბავშვებში, გაცილებით ფრთხილები გახდნენ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner