logo_geo
eng_logo
ფილიპ ბრიდლავი: საქართველოს მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა 19 აპრილის ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რითაც ჭეშმარიტი შერიგებისკენ მიმავალი პროცესი შეაჩერა
- +

10 აგვისტო. 2021. 12:30

 

 

„უნდა აღინიშნოს, რომ ბრიუსელისა და ვაშინგტონის მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა 19 აპრილის ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რითაც ჭეშმარიტი შერიგებისკენ მიმავალი პროცესი შეაჩერა,“ - წერს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი სტატიაში სათაურით „ახლა, როგორც არასდროს, აშშ-მა უნდა დაადასტუროს თავისი ერთგულება საქართველოს მიმართ“.

 

„საქართველოში ბოლოდროინდელმა შიდა მოვლენებმა არსებული პოლიტიკური პოლარიზაციისა და არასტაბილურობის ისედაც მყიფე მდგომარეობა გაამძაფრა. პოლარიზაცია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფუძეა. 19 აპრილის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიზნად ისახავდა მხარეებს შორის ნდობის დამყარებასა და პოლარიზაციის დაძლევას. მისი გაუქმება სამწუხაროა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ბრიუსელისა და ვაშინგტონის მოწოდებების მიუხედავად, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რითაც ჭეშმარიტი შერიგებისკენ მიმავალი პროცესი შეაჩერა“, - აღნიშნავს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური.

 

ფილიპ ბრიდლავის თქმით, საქართველოს წარმატებები რეფორმებში და დემოკრატიული პროცესების განვითარების მისი მოდელი ადასტურებს თანამოაზრე პარტნიორებთან მუშაობის წარმატებას და ეს ძალისხმევა იმსახურებს შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლელი პარტნიორების მუდმივ მხარდაჭერას.

 

„დესტაბილიზაცია საშიშ გზას ჰქმნის, რომელსაც კრემლი გამოიყენებს. ამ მიზნით, საქართველოს მომავალი მუნიციპალური არჩევნები ადგილობრივ წარმომადგენლობას უნდა ეფუძნებოდეს, რაც დემოკრატიის ხერხემალია. საშინაო პრობლემების მიუხედავად, ეს მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოსთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ერთგულება და პარტნიორობა საქართველოს მიმართ, როგორც სოლიდარობის სიმბოლო. უსაფრთხოების და დემოკრატიისათვის ერთობლივი მუშაობა სარგებელს მოუტანს საქართველოს, ისევე როგორც შეერთებულ შტატებსა და ევროპას, რაც მიზნად ისახავს ძლიერი, საიმედო და სანდო ურთიერთობების განვითარებას შავი ზღვის რეგიონის ამ მნიშვნელოვან პარტნიორთან“, - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner