logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: პრემიერის განცხადება ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით სწორი და მნიშვნელოვანია
- +

10 აგვისტო. 2021. 14:00

 

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეებისა და მერებისთვის ხელფასების გაზრდაზე, „მნიშვნელოვნად“ აფასებს.

 

კალაძის თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტში ხელფასების ზრდის საკითხზე განცხადებას ხვალ გააკეთებს.

 

„პრემიერის გადაწყვეტილებას რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სწორი. ეს გადაწყვეტილება ძალიან დიდი ხნის წინ არის მიღებული. რაც შეეხება დედაქალაქის მუნიციპალიტეტში ხელფასების მატებას სხვადასხვა სამსახურებში, ამასთან დაკავშირებით ხვალ გავაკეთებ განცხადებას“, – განაცხადა კალაძემ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასი. ამასთან, მისივე თქმით, იგეგმება მერების ანაზღაურების გაორმაგებაც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner