logo_geo
eng_logo
CNN-ის ინფორმაციით, საქართველო ტურისტებისთვის 2016 წლის აღმოჩენაა
- +

23 ივლისი. 2016. 16:03


საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო განვითარებადი ტურისტული რეგიონია მსოფლიოში. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ავრცელებს. როგორც CNN-ს ტურისტული სააგენტო Wild Frontiers-ის ხელმძღვანელმა ჯონი ბელბიმ აცნობა, 2015 წელს საქართველოთი მრავალი ტურისტი დაინტერესდა. 2016 წელს კი მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ტელეარხი იუწყება, რომ საქართველოში ტურისტებს აინტერესებს შუა საუკუნეების არქიტექტურა, ულამაზესი პეიზაჟები, ასევე უძველესი ეკლესიები და ვენახები.



„რეგიონს შეუძლია მოიგოს ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილური სიტუაციის გამო. მას შეუძლია დამსვენებელს სხვადასხვა ტიპის მოგზაურობები შესთავაზოს", - ამბობს ჯონი ბელბი.



CNN-ის ინფორმაციით, საქართველო ტურისტებისთვის 2016 წლის აღმოჩენაა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner