logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: საარჩევნო ბარიერი დღეს 5 პროცენტიანია და გამოვრიცხავ, რომ გაიზარდოს - შემცირდება თუ არა, ამაზე ვიმსჯელებთ
- +

10 აგვისტო. 2021. 16:04

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე ამ დროისთვის არსებული 5%-იანი საარჩევნო ბარიერი არ გაიზრდება.

 

როგორც მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, სურს დაამშვიდოს ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მომავალ წლამდე არ გადავა.

 

,,ამას აქვს თავისი ვადები და არ შეიძლება ასეთი ხარისხის სპეკულაცია. რამდენიმე დღეში საყოველთაო-სახალხო განხილვა უკვე დაიწყება, ამიტომ როდესაც ვიღაც ამბობს, რომ შემდეგი წლიდან დაიწყება, რამდენად „მოკლეფეხიანი“ გამოდის თავადაც ხედავთ. თავის დროზე, როდესაც ეს შეთანხმება ფორმდებოდა, ნამდვილად გვინდოდა, რომ პოლარიზაციის ხარისხი შემცირებულიყო. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, მეორე მხრიდან მთავარი ოპოზიციური პარტია საერთოდ არ აწერდა ხელს. პარლამენტში თუ შემოვიდნენ ყველა ჯერზე საბოტაჟი მოაწყეს და არცერთ შემთხვევაში განხილვაში არ შესულან, მაგიდაზე ირბინეს, ტრიბუნა დაიკავეს და ა.შ.

 

ბარიერი დღეს 5%-ია და გამოვრიცხავ, რომ გაიზარდოს. შემცირდება თუ არა, ამაზე ვიმსჯელებთ. იყო ვერსია, როდესაც პარტია „მოქალაქეებთან“ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, 3% იყო ჩადებული, ამ შეთანხმებაში იყო 2 პროცენტი, თუ არ შევთანხმდით, კომპრომისამდე არ მივედით და გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ არ მივიღეთ, მაშინ 5% დარჩება. ჩვენც უნდა დავეთანხმოთ და ოპოზიციაც დაგვეთანხმოს, რომ მივიდეთ კომპრომისზე და დავწიოთ ბარიერი, სხვა შემთხვევაში, ბარიერი არ დაიწევა, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება და ამას მარტო ვერ გავაკეთებთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner