ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის უთანხმოებაა. მან შეაფასა მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები და აღნიშნა, რომ ის თავისი წარსულის მძიმე ცოდვებიდან გამომდინარე არაადეკვატურია.
„ყოველდღიურად ყველა წინადადებაში ხან ტყუილს და ხან ისეთ ბოროტებას ამბობს, რომელიც წარმოუდგენელია შეფასებისთვის. ტყუილი და ბოროტება ამ კაცის საფირმო ნიშანია და თუ რომელიმე პარტია მოახერხებს და გაემიჯნება, შედარებით ადეკვატურები გამოჩნდებიან ქართულ პოლიტიკაში. გუშინ იყო სიუჟეტი რომელიღაც არხზე და ნიკა მელიამ, პრაქტიკულად, თავის ქმედებით, თავის საარჩევნო ბანერზე, ოფისზე რომელიც გამოაკრა, „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ ახსენა და ყველამ ვიცით, რომ მათ შორის გარკვეული უთანხმოებებია და თუ ნიკა მელია მას გაემიჯნება, 2-3 პროცენტით მეტს მიიღებს, გამარჯვებაში ვერ უშველის ეს, მაგრამ 2-3%-ს მოუმატებს, დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა მდინარაძემ.