საქართველოს საპატრიარქო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 13 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვაქცინაციას ჩაიტარებს.
აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე წერს.
„13 ივნისს პატრიარქის აცრის შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“, - აღნიშნავს ჯაღმაიძე.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით 13 აგვისტოს აიცრება.