logo_geo
eng_logo
მიუნხენელ თავდამსხმელს ანდერს ბრეივიკთან ჰქონდა კავშირი
- +

23 ივლისი. 2016. 16:14


მიუნხენის პოლიცია  დამატებით დეტალებს ავრცელებს თავდამსხმელზე, რომელმაც გუშინ ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე 9 ადამიანი მოკლა.



მიუნხენის პოლიციის უფროსის განცხადებით, 18 წლის თავდამსხმელსა და ნორვეგიელ ტერორისტ ანდერს ბრეივიკს შორის აშკარა კავშირი არსებობს.


ძალოვან უწყება ასევე აცხადებს, რომ თავდამსხმელი „გლოკის" ტიპის პისტოლეტით და 300 ტყვიით იყო შეიარაღებული.


გამოძიება ინფორმაციას ამოწმებს, რომლის თანახმადაც, თავდამსხმელმა, „მაკდონალდსის" რესტორანში, სადაც თავდასხმა განახორციელა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის შეტყუების მიზნით, სოციალურ ქსელ facebook-ში ქალის სახელით ექაუნთი დაარეგისტრირა.


პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ფსიქიკურად დაავადებული იყო. თავდამსხმელი, რომლის სახელსა და გვარს გამოძიება ამ დრომდე არ ასახელებს, მიუნხენში დაბადებული ირანელია, რომელსაც გერმანიისა და ირანის მოქალაქეობა ჰქონდა.


ამასთანავე, სამართალდამცავი უწყება უარყოფს, რომ თავდამსხმელს დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან" ჰქონდა კავშირი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner