ლიტერატურულ კონკურს „ლიტერას“ ჟიურის წევრი, პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„ჯერ შვილმა მთხოვა.
შემდეგ - მინისტრმა.
არავის უპასუხოო.
ანზორ ერქომაიშვილს კი ერთი წლით ადრე ვყავდი გაფრთხილებული.
ვერც ერთს დავუჯერე, ვერც მეორეს და ვერც მესამეს.
ესენი უპასუხოდ როგორ უნდა დამეტოვებინა?!
***
ისინი ტელევიზიით გლანძღავენ, შენ ფეისბუქით პასუხობო. უთანასწორო ბრძოლაში ხარო, - მწერდნენ.
ნამდვილი გამარჯვება უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვებაა.
დაე, ფეისბუქმა იკითხოს, თუ პოპულარობით ტელევიზიას ჩამორჩება.
ჩამორჩება?
***
თუ ჩამორჩება, რა უნდა ვქნათ?!
ილიას ათას საზიზღრობას რომ აბრალებდნენ, პასუხს თავისი დაარსებული „ივერია" არ უბეჭდავდა.
და თავის ურცხვ ტყუილზე ჩემს სიმართლეს ბუკია მაყურებელს გააცნობს?!
***
კი მრცხვენია, რომ არც შვილს დავუჯერე, არც მინისტრს და არც ანზორ ერქომაიშვილს.
მრცხვენია, მაგრამ არ ვნანობ.
ამათ უპასუხოდ როგორ დავტოვებდი?!
***
დღეიდან კი სამივეს დავუჯერებ,“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე.