logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: ალბათ, მოგვიწევს კიდევ შეზღუდვების გამკაცრება, იქიდან გამომდინარე, რომ სიტუაცია ნამდვილად საკმაოდ მძიმეა
- +

10 აგვისტო. 2021. 17:39

 

 

„ალბათ, მოგვიწევს კიდევ შეზღუდვების გამკაცრება, იქიდან გამომდინარე, რომ სიტუაცია ნამდვილად საკმაოდ მძიმეა,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქემდე მიიტანოს ინფორმაცია ვაქცინის უსაფრთხოებისა და მისი საჭიროების შესახებ.

 

„მნიშვნელოვანია თითოეული ორგანიზაციის ჩართულობა იმუნიზაციის პროცესში და ამ კუთხით ცესკოს განწყობა დადებითი. უნდა აღვნიშნოთ, რომ რამდენიმე თვის წინ მათი თანამშრომლები აქტიურად აიცრნენ და არის დადებითი დინამიკა და ასევე მზაობა. უკვე რაც შეეხება გაფართოებული კუთხით მათ ვაქცინაციას, ჩვენ რა თქმა უნდა ხელს შევუწყობთ, რომ ყველა ოლქში იყოს ის საჭირო ხელმისაწვდომობა და ის საჭირო ვაქცინა, რაც მათი პერსონალის მხრიდან იქნება არჩეული. ამ მიმართულებით ინტენსიური იქნება თანამაშრომლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner