logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციაზე: ბოლო მაჩვენებლები მოსალოდნელზე უფრო მაღალია, ამ კუთხით საზოგადოებას ნამდვილად ვერ ვუსაყვედურებდი
- +

10 აგვისტო. 2021. 17:44

 

 

„ვაქცინაციის ბოლო მაჩვენებლები მოსალოდნელზე უფრო მაღალია, ამ კუთხით საზოგადოებას ნამდვილად ვერ ვუსაყვედურებდი,“ - ამის შესახებ „ქრონიკას“ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.

 

„მე არ ვიტყოდი, რომ ვაქცინაციის ტემპი მაღალი არაა. ერთ კვირაზე მეტია, ყოველდღიურად 20 000-ზე მეტი ადამიანი იცრება, ბოლო მაჩვენებელი იყო 23 000. ეს არის იმაზე მაღალი ციფრი, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით თავიდან, როდესაც ვაქცინაციის პროცესს ვიწყებდით და ამ კუთხით მე საზოგადოებას ნამდვილად ვერ ვუსაყვედურებდი. საზოგადოების ჩართულობა საკმაოდ მაღალია და მინდა, მადლობა გადავუხადო ამისთვის. მოვუწოდებ მათ, ამ პროცესში ჩართონ თავიანთი მეგობრები და ნათესავები, რომლებიც ჯერჯერობით არ აცრილან“, - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner