logo_geo
eng_logo
ევროკავშირმა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისათვის 35 მლნ ევრო გამოყო
- +

10 აგვისტო. 2021. 17:53

 

 

ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, ვაქცინაციის კამპანიის დასაჩქარებლად, დახმარების პაკეტის მოცულობა  40 მილიონი ევროდან 75 მილიონ ევრომდე გაზარდა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

 

„ახალი, 35 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტით, ევროკავშირი ცდილობს მნიშვნელოვნად გაზარდოს ვაქცინებზე წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

მანამდე, მიმდინარე წლის თებერვალში, ევროკავშირმა აღმოსავლეთ ქვეყნებში ვაქცინაციის დასაჩქარებლად 40 მილიონი ევრო გამოყო.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებია: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner