საბერძნეთის ტერიტორიაზე მძვინვარე ხანძრების შედეგად გამოწვეული უზარმაზარი ზარალის გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით დაწყებულ ჰუმანიტარული დახმარების კამპანიას ათენში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით უერთდებიან.
საბერძნეთის ოფიციალური უწყებების რეკომენდაციის შესაბამისად, გროვდება პირველადი მოხმარების ნივთები: 1. მედიკამენტები (ტკივილგამაყუჩებლები, დამწვრობის კრემები); 2. ჰიგიენური საშუალებები; 3. საკვები (კონსერვები, მშრალი საკვები, წყალი, წვენი); 4. ცხოველების საკვები.
ზემოჩამოთვლილი ნივთები გადაეცემა ხანძრით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებს. საელჩოს ჰუმანიტარულ ინიციატივას უკვე შეუერთდა საქართველოს ფოსტა. სურვილის შემთხვევაში, ამ კეთილშობილურ საქმეში წვლილის შეტანა ნებისმიერს შეუძლია.