მიუნხენის პოლიციის ცნობით, გუშინ, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულია 10 ადამიანი.
მიუნხენის პოლიციის უფროსმა ჰუბერტუს ანდრემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 7 დაღუპული არასრულწლოვანია.
3 დაღუპული კოსოვოდან, 3 თურქეთიდან, ერთი საბერძნეთიდანაა.
გარდა ამისა, თავდასხმის დროს დაშავდა 27 ადამიანი, აქედან 10 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. მძიმე მდგომარეობაში იმყოფება 13 წლის დაჭრილი მოზარდი.