logo_geo
eng_logo
მიუნხენის პოლიციის დაზუსტებული მონაცემებით, გუშინ მომხდარი თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
- +

23 ივლისი. 2016. 16:38


მიუნხენის პოლიციის ცნობით, გუშინ, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულია 10 ადამიანი.


მიუნხენის პოლიციის უფროსმა ჰუბერტუს ანდრემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 7 დაღუპული არასრულწლოვანია.


3 დაღუპული კოსოვოდან, 3 თურქეთიდან, ერთი საბერძნეთიდანაა.


გარდა ამისა, თავდასხმის დროს დაშავდა 27 ადამიანი, აქედან 10 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. მძიმე მდგომარეობაში იმყოფება 13 წლის დაჭრილი მოზარდი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner