„პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ იღებს ვალდებულებას, რომ მისი წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო, თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში, პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართული ადამიანები, მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები და განუხრელად დაიცავენ კოვიდრეგულაციებს. იმის გამო, რომ კოვიდუსაფრთხოებას, პანდემიას, მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას არც პარტიულობა გააჩნია, არც სქესი და არც ორიენტაცია, მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდნენ ამ ინიციატივაში,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ იღებს ვალდებულებას, რომ მისი წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო, თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში, პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართული ადამიანები, მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები და განუხრელად დაიცავენ კოვიდრეგულაციებს. გარდა ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბები იღებენ პასუხისმგებლობას, ყოველდღიურ რეჟიმში იმუშაონ და აცრის მსურველ თითოეულ ადამიანს რეგისტრაციის გავლაში დაეხმარონ. დარწმუნებულები ვართ, მიუხედავად მნიშვნელოვანი გამოწვევებისა, ერთად დგომით, პასუხისმგებლობის გააზრებით, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, გაცემული რეკომენდაციების შესრულებითა და სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანების გმირული ბრძოლით, მოკლევადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შევამცირებთ კორონავირუსის გავრცელების ტემპს, საბოლოო ჯამში კი, ერთად დავამარცხებთ ამ უხილავ, ძალიან საშიშ მტერს. მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ ჩავატარებთ დემოკრატიულ, სამართლიან, კონკურენტულ და თანაც „კოვიდუსაფრთხო“, მაღალი სტანდარტების არჩევნებს, რომელშიც ჩვენ, კიდევ ერთხელ, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. იმის გამო, რომ კოვიდუსაფრთხოებას, პანდემიას, მოქალაქეების სიცოცხლესაა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას არც პარტიულობა გააჩნია, არც სქესი და არც ორიენტაცია, მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდნენ ამ ინიციატივაში. თუ სხვა პარტიებიც შემოგვიერთდებიან. ამ შემთხვევაში რისკების დაზღვევა გაცილებით უფრო მაღალი იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.