logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: უნდა მოვახერხოთ, რომ ერთი მხრივ დემოკრატიული პროცესები არ შეჩერდეს, მეორე მხრივ არ გაჩერდეს ეკონომიკა, მესამე მხრივ, გავუფრთხილდეთ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას
- +

10 აგვისტო. 2021. 19:01

 

 

მამუკა მდინარაძის თქმით, ეპიდვითარების გამო არჩევნების გადადების საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„მსგავსი საკითხი, რომ არჩევნების გადადებაზე იყოს მსჯელობა, არ განიხილება, იმიტომ რომ ქვეყნები ახერხებენ და ჩვენც უნდა მოვახერხოთ, რომ ერთი მხრივ დემოკრატიული პროცესები არ შეჩერდეს, ხალხს არ წაერთვას არჩევანის საშუალება, მეორე მხრივ არ გაჩერდეს ეკონომიკა, მესამე მხრივ, განსაკუთრებით გავუფრთხილდეთ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მთელი სირთულე იმაშია, რომ ქვეყნის სამივე ინტერესის ერთად დაკმაყოფილება არის რთული. თორემ მარტო ეკონომიკაზე რომ ვინმე ზრუნავდეს, გუშინ საბჭო რეგულაციებს არ შემოიღებდა, ეკონომიკის ინტერესი საერთოდ რომ არ იყოს, მაშინ გადაკეტავ ქვეყანას, არც ტურისტს შემოუშვებ, აქტიურობას გააჩერებ. ამ შემთხვევაში კოვიდი არ იქნება, მაგრამ ადამიანები შიმშილის ზღვარზე მივლენ. აქ ბალანსის დაცვა არის მთავარი გამოწვევა“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner