logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე: ასე როგორ უნდა გიხაროდეს ადამიანების სიკვდილი და ასე როგორ უნდა ცდილობდე გვამებზე ხელის მოთბობას
- +

10 აგვისტო. 2021. 21:16

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკპოსტს ეხმაურება, რომლის თანახმად მიხეილ სააკაშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ კორონავირუსით გამოწვეული ტრაგედია ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ „დამსახურებულად უნდა შეეტენოთ“. რამდენიმე წუთში კი მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკ პოსტი წაშალა.

 

„ამას სახელი აღარ აქვს, ამ ყველაფრის მომფიქრებელიც, შემსრულებელიც და მომწონებელ-მხარდამჭერიც ფსიქიკურად შერყეული კი არ არის, არამედ მტერი და გამყიდველია სახელმწიფოსიც და ხალხის! ასე, როგორ უნდა გიხაროდეს ადამიანების სიკვდილი და ასე როგორ უნდა ცდილობდე გვამებზე ხელის მოთბობას? უბრალოდ, გონს უნდა მოეგოს ყველა და ფრთხილად ვიყოთ, კიდევ რას მოიფიქრებს ეს გათახსირებული კაცთმოძულე და რას იკადრებენ მისი მსახურები კაცმა არ იცის!“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner