logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე სააკაშვილზე:  როგორი აღტაცებით გასცემს დირექტივებს ეს „მაოხრებელი გზირი“
- +

10 აგვისტო. 2021. 21:22

 

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკპოსტს ეხმაურება, რომლის თანახმად კორონავირუსით გამოწვეული ტრაგედია ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ „დამსახურებულად უნდა შეეტენოთ“. რამდენიმე წუთში კი მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკ-პოსტი წაშალა.

 

„რა განსხვავებაა ბოლშევიზმსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის? არანაირი!!! გვამებით მოვაჭრე პოლიტიკური პარტია ხართ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. როგორი აღტაცებით გასცემს დირექტივებს ეს „მაოხრებელი გზირი“. ეს არ იყო 9 აგვისტოს თათბირზე რომ ღლიცინებდა? ამის ძალოვნები 2 გვამს ითხოვდნენ და ეს ყელყელაობდა... თუ გგონიათ, რომ ადამიანურ ტრაგედიებს გამოიყენებთ საარჩევნოდ, ძალიან ცდებით!

 

P.S კუზიანს სამარე გაასწორებსო თქვენზეა ნათქვამი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. რა ლეშის მაძებრებიც იყავით, ისეთადვე დარჩით!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner