logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე მიხეილ სააკაშვილზე: უკვე 1000 ადამიანის დაღუპვას ითხოვს ეს ქართველების სისხლით გაუმაძღარი აფთარი
- +

10 აგვისტო. 2021. 22:58

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე  მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკპოსტს ეხმაურება, სადაც ექსპრეზიდენტი წერს, რომ კორონავირუსით გამოწვეული ტრაგედია ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ „დამსახურებულად უნდა შეეტენოთ“. რამდენიმე წუთში მიხეილ სააკაშვილმა პოსტი წაშალა.

 

„უკვე 1000 ადამიანის დაღუპვას ითხოვს ეს ქართველების სისხლით გაუმაძღარი აფთარი. სხვა რამის თქმა ზედმეტია, უბრალოდ საინტერესოა, ვის აძლევს ამ დავალებას, მის ე.წ. ტელევიზიებს, თუ პარტიად წოდებული ბანდის რომელიმე „სპიკერს“, რომ სრული ტერორი განახორციელოს მოქალაქეებზე?“ - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner