საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა.
გულშემატკივრებმა დელეგაციას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
ქართველმა სპორტსმენებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა რვა მედლით დაასრულეს – ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მედლების რაოდენობის მხრივ, ოლიმპიადაზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.