ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა.
აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ავღანეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობა - ხაზარები ქაბულში მასობრივ აქციას მართავდნენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა.