logo_geo
eng_logo
ქაბულში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა
- +

23 ივლისი. 2016. 16:58


ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა.


აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ავღანეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობა - ხაზარები ქაბულში მასობრივ აქციას მართავდნენ.


ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.


ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner