logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: გაუგებარია ის, თუ რისი იმედით ითხოვს ასე დაჟინებით ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს
- +

11 აგვისტო. 2021. 00:19

 

 

„საკმარისია სოციოლოგიურ გამოკვლევებს გადავავლოთ თვალი, ცხადი გახდება, რომ ვადამდელი არჩევნები ყველაზე მეტად აწყობს სახელისუფლო პარტიას - მას ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს ახლა. ამავე დროს, რეიტინგები მინიმუმამდე დაეცა „ნაციონალებს აყოლილი“ ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს „ნაციონალების“ გარდა“, - განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

 

„ე.ი. თუ 2022-ში ჩატარდება ვადამდელი არჩევნები, სახელისუფლო პარტიას ძალიან შეუმცირდება ოპონენტების რიცხვი პარლამენტში. ხოლო თუ არჩევნები ჩატარდა 2024-ში, იმ დროისთვის „გახარიას ოპოზიცია“ შეიძლება იმდენად მომძლავრდეს, რომ პირველობაშიც კი შეედავოს „ოცნებას“.

 

ამიტომ, სწორედ ვადამდელი არჩევნები სჭირდება ხელისუფლებას. ამ მარტივი ლოგიკით ვვარაუდობ, რომ ხელისუფლება დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, თან „აიკიდოს“ პრინციპით - ვნიშნავ, რადგან საზოგადოება და... შარლ მიშელი მთხოვსო.

 

ხელისუფლების ინტერესი ლოგიკური და გასაგებია.

 

უფრო გაუგებარია ის, თუ რისი იმედით ითხოვს ასე დაჟინებით ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს, როცა 2012 წლის შემდეგ არცერთ არჩევნებში არცერთი მანდატი არ მოუგია და არცერთ სოციოლოგიურ გამოკვლევაში არ ჰქონია „ოცნებაზე“ უკეთესი შედეგი. მე მეჩვენება, რომ ოპოზიციას მხოლოდ იმის ჟინი აქვს, რომ ვადამდელი არჩევნები თავის გამარჯვებად გამოაცხადოს“, - განაცხადა საყვარელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner