ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ, განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.
იმპიჩმენტის გამოძიებას, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს, კუომომ "პოლიტიკურად მოტივირებული" უწოდა და დაამატა, რომ ის თანამდებობას ტოვებს, ვინაიდან არ სურს, რომ ხელი შეუშალოს ნიუ-იორკს.
"მე ნიუ-იორკელი ვარ, აქ დაბადებული და გაზრდილი. მე მებრძოლი ვარ და ჩემი ინსტინქტი მეუბნება, რომ ვიბრძოლო ბოლომდე, რადგან ნამდვილად მჯერა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურადაა მოტივირებული. მჯერა, რომ ეს არაა სამართლიანი და მართალი და იმ ქცევის დემონიზებას ახდენს, რომელიც საზოგადოებისთვის არამდგრადია",- თქვა კუომომ.
გასულ კვირას, ნიუ-იორკის შტატის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ კუომომ "სექსუალურად შეავიწროვა რამდენიმე ქალი და დაარღვია შტატის კანონი".