logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი სააკაშვილს: ჩატში მიწერილი ღია კედელზე გაგეპარა, ვერან?!
- +

11 აგვისტო. 2021. 01:21

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის Facebook-პოსტს ეხმაურება.

 

„"ზდაროვა", წანწალონე!

ჩატში მიწერილი ღია კედელზე გაგეპარა, ვერან?!“, - წერს მძინარაშვილი.

 

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა:

„როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და ქოცებს დამსახურებულად შეეტენოთ, რადგან რეალურად ეს მათი ბრალია. ეს იქნება საბოლოო და შეუვალი განაჩენი, 15 000 ადამიანი დაგვეღუპა აფხაზეთში, აქ თვეში 1000 კაცზე და მეტზე გავალთ. მოკლედ, მძლავრი კამპანია გვჭირდება ,,ივანიშვილი გკლავს“ ეგეთ სტილში“, - დაწერა სააკაშვილმა და პოსტი რამდენიმე წუთში წაშალა.

 

 

 

მოგვიანებით ექსპრეზიდენტმა დაწერა, რომ სუს-მა მისი გვერდი გატეხა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner