logo_geo
eng_logo
ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა
- +

23 ივლისი. 2016. 17:22


ჩინეთში, გადაუღებელი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა, ხოლო 111 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.


უცხოური მედიის ინფორმაციით, სტიქიური უბედურების შედეგად, პროვინცია ხებეიში 9,04 მილიონი ადამიანი დაზარალდა, ასევე დაზიანდა 11 ქალაქი და რაიონი. წყალდიდობის გამო 52,9 ათასი შენობა დაინგრა, ხოლო 155 ათასამდე დაზიანდა.


აღნიშნული მდგომარეობის გამო, ჩინეთის ხელისუფლებამ 307 ათასი ადამიანის იძულებით ევაკუაცია მოახდინა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner