logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: „ნაცმოძრაობა“ და მისი ტელევიზიები საკუთარ სტრატეგიას არც მალავენ
- +

11 აგვისტო. 2021. 03:01

 

 

„სააკაშვილმა "ცხედრებზე მოცეკვავე სტატუსი" წაშალა, თუმცა ის დრო აღარაა, "დანა-ჩანგალი" მთელმა საქართველომ რომ მოისმინა და არქივიანად გააქრეს. ასლი ყველა მობილურშია“, - დაწერა ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

„თუმცა...

ეს მგონი სპეციალურად აკეთებს. გუშინ გირგვლიანი მოგელანდათ ფინთ გოიმებსო. დღეს ეს კაცთმოძულე პოსტი დადო...

ამ ყველაფრის გამო მოსახლეობა ხელისუფლებაზე ბრაზდება.

ნაცმოძრაობის ამომრჩეველს ფეხებზე ჰკიდია ეს რას ილაპარაკებს. მაინც მისცემენ ხმას.

მათი გათვლით, სააკაშვილის ასეთ პოსტებზე და განცხადებებზე გაბრაზებულმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით ოცნების ყოფილმა ამომრჩეველმა, ხმა სხვას უნდა მისცეს.

ვისზე მუშაობენ ასევე კარგად იკვეთება.

ნაცმოძრაობა და მისი ტელევიზიები არც მალავენ საკუთარ სტრატეგიას“, - დაწერა სალუქვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner