logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ყველაზე დამაჯერებელი კვლევები არის 2012 წლის შემდგომ შვიდ არჩევნებზე საზოგადოების გადაწყვეტილება, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს
- +

11 აგვისტო. 2021. 10:31

 

 

მმართველ გუნდში ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შეაფასეს. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, ამომრჩევლის პოზიცია მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. პარტიის წევრების განმარტებით, ოპოზიციაც კი თანხმდება, რომ კახი კალაძე უპირობო ლიდერია, ხოლო „ქართული ოცნება“ ახალი შემართებით განაგრძობს მმართველობას.

 

„ყველაზე დამაჯერებელი კვლევები არის 2012 წლის შემდგომ შვიდ არჩევნებზე საზოგადოების გადაწყვეტილება, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს. რა თქმა უნდა, ეს კვლევებიც ადასტურებს იმას, რომ 60%-ზე მეტი კახა კალაძეს უჭერს მხარს. ეს ოპოზიციაშიც აღარ იწვევს უკვე კამათს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, აქაც, რა თქმა უნდა, ვამბობთ, რომ 50%-ის ფარგლებში, როგორც მინიმუმ იქნება ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვება“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

 

საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, პარტიებს შორის „ქართული ოცნება“, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კი კახა კალაძე ლიდერობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner