logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: სააკაშვილის სტატუსი ადასტურებს, რომ ისინი ელოდებიან უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალებას, იმისთვის რომ თავისი პოლიტიკური წესრიგი ააგონ
- +

11 აგვისტო. 2021. 10:44

 

 

მმართველი გუნდის წევრების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის წაშლილი სტატუსის შინაარსი ადამიანების გარდაცვალებით ვაჭრობის კიდევ ერთი ფაქტია. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, ექსპრეზიდენტი ამ ხერხით თავის დამკვიდრებას ცდილობს, რაზეც 2012 წლიდან ქართველი ამომრჩეველი უარს უცხადებს.

 

„სააკაშვილის აღნიშნული სტატუსი პრინციპში ადასტურებს, რომ სააკაშვილი და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალა ისტორიაში ჩაიწერება როგორც ადამიანების გარდაცვალებით მოვაჭრე და მოხარული პოლიტიკური ძალა. ეს სტატუსი ადასტურებს, რომ ისინი ელოდებიან უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალებას, იმისთვის რომ თავისი პოლიტიკური წესრიგი ააგონ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა.

 

მიხეილ სააკაშვილმა, სავარაუდოდ, მხარდამჭერების დახურული ჯგუფისთვის განკუთვნილი სტატუსი საჯაროდ გამოაქვეყნა, შემდეგ წაშალა. როგორც სტატუსში ეწერა კორონავრუსისგან გამოწვეული ტრაგედია „ქართულ ოცნებას“ უნდა დაბრალდეს, ასევე იყო მითითება, რომ საჭიროა მძლავრი კამპანია, შემდეგ სტილში - „ივანიშვილი გკლავს“.

 

„როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და ქოცებს დამსახურებულად შეეტენოთ, რადგან რეალურად ეს მათი ბრალია. ეს იქნება საბოლოო და შეუვალი განაჩენი, 15 000 ადამიანი დაგვეღუპა აფხაზეთში, აქ თვეში 1000 კაცზე და მეტზე გავალთ. მოკლედ, მძლავრი კამპანია გვჭირდება ,,ივანიშვილი გკლავს“ ეგეთ სტილში“, - დაწერა სააკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner