logo_geo
eng_logo
III ქვეითი ბრიგადის „ბრავო“ ასეული სამშობლოში დაბრუნდა
- +

23 ივლისი. 2016. 17:31


საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის „ბრავო" ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. 130 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე ალექსეევკის აეროპორტში დახვდა.



„მინდა, თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებით, ვულოცავ მათ სამშობლოში დაბრუნებას და ვუსურვებ წარმატებას", - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.



ქართველი სამხედროების დასახვედრად აეროპორტში ასევე მივიდნენ: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე; სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე; საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე და სხვა მაღალი რანგის სამხედროები.



„მაზარ-ი-შარიფიდან 130 სამხედრო მოსამსახურე ჩამოვიდა, მათ წარმატებით შეასრულეს თავიანთი მისია. 32-ე ბატალიონის ასეული II ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა ჩაანაცვლა და დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ხსენებული ასეულიც წარმატებით დაგვიბრუნდება. ბიჭებს შინ დაბრუნებას ვულოცავ, ასევე ვულოცავ მათ ოჯახებს და მთელ შეიარაღებულ ძალებს", - განაცხადა ნიკოლოზ აგლაძემ.



საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის „ბრავო" ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მაზარ-ი-შარიფში გერმანული კონტინგენტის შემადგენლობაში 7 თვის განმავლობაში მსახურობდა. ქართული ასეული ბაზა „მარმალზე" სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებდა. III ქვეითი ბრიგადის „ბრავო" ასეული საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა ჩაანაცვლა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner