logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანის ინიციატივით, თბილისის ცენტრში, ციხის ნაცვლად, „ალტერნატიული კულტურული სივრცე N12“ გაიხსნა
- +

11 აგვისტო. 2021. 11:05

 

 

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულება ორთაჭალაში ალტერნატიულ კულტურულ სივრცედ გადაკეთდა. ამიერიდან, იმ პენიტენციური დაწესებულების ნაცვლად, რომელიც საზოგადოებას მძიმე ისტორიებით ახსოვს, თბილისის ცენტრში იარსებებს ალტერნატიული კულტურული სივრცე, რომელიც ხელოვანების შეკრებისა და შემოქმედებითი საქმიანობის აქტიური კერა გახდება,“ - ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

 

„ალტერნატიული კულტურული სივრცე N12“ - ასეთია დღეიდან ამ ადგილის სახელწოდება, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თეატრალური დასის სპექტაკლით „მარინა რევია“ (რეჟისორი გოჩა ხვიჩია) გაიხსნა.

 

„ხელოვანებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული სივრცეები და თანამედროვეობას უფრო შეეფერება, რომ გარკვეული შემოქმედებითი პროცესები მიმდინარეობდეს არა ტრადიციულ, კლასიკურ სივრცეებში, როგორიც შეიძლება იყოს დიდი თეატრები ან თუნდაც, ოპერა ან მუზეუმი, არამედ ეს ხდებოდეს ალტერნატიულ სივრცეებში. თბილისში ასეთი იქნება „ალტერნატიული სივრცე N12“. ჩვენ სიმბოლურად შევინარჩუნეთ ეს სახელი, რათა ჩანდეს, თუ საიდან მოდის ეს ადგილი, ნეგატივის, თავისუფლების აღკვეთის, დანაშაულის ადგილი გადაიქცევა კულტურულ სივრცედ, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდას თუ უფროსი თაობის წარმომადგენელს შეეძლება, რომ თავისი შემოქმედებითი პროექტი განახორციელოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მისი თქმით, მულტიფუნქციური სივრცით სარგებლობა შეეძლება ნებისმიერ ხელოვანს. პროფესიულ თუ მოყვარულ დასებს როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ სარეპეტიციო სივრცით, გამართონ სპექტაკლები, კონცერტები და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებები.

 

კულტურის ცენტრის გახსნით ღონისძიებას ხელოვნებათმცოდნეები, საკანონმდებლო ხელისუფლების და კულტურის სფეროს მოწვეული წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner