ქაბულში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. BBC-ს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 61 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი მძიმედ დაშავდა.
საინფორმაციო სააგენტო „ამაკის" ცნობით, შიიტებით დასახლებულ ტერიტორიასათან ახლოს ორმა ექსტრემისტმა დეტონატორი აამოქმედა.
„თალიბანის" მებრძოლების განცხადებით, მათ ტერაქტთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
ავღანეთის პრეზიდენტმა მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარება გამოთქვა და განმარტა, რომ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ყველა ადამიანის უფლებაა.
ქაბულში აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ავღანეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობა - ხაზარები ქაბულში აქციას მართავდნენ.