„გახარია ამბობს, რომ რეფორმებია გასატარებელიო. ყველა საკვანძო თანამდებობა ეკავა, შსს მინისტრი და პრემიერ მინისტრი იყო ჯამში 4 წელი. ახლა აღმოაჩინა, რომ რეფორმებია გასატარებელი?“ - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„ნამუსიც კარგი საქონელია! გახარია ამბობს, რომ რეფორმებია გასატარებელიო. ყველა საკვანძო თანამდებობა ეკავა, შსს მინისტრი და პრემიერ მინისტრი იყო ჯამში 4 წელი. ახლა აღმოაჩინა, რომ რეფორმებია გასატარებელი?
ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს და 50%-ც რომ აიღოს, არჩევნები მაინც იქნებაო... ამას რომ ამბობს, არ ფიქრობს, რომ ამ ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია სწორედ მისი პრემიერობის დროს მოიპოვა და მთელმა დასავლეთმა აღიარა არჩევნების ლეგიტიმაცია. მისი წასვლით გახდა არალეგიტიმური? სასწაული წარმოდგენა ჰქონია საკუთარ თავზე. უკვე ისე იქცევა, რომ სერიოზული პასუხიც აღარ გახდება მალე საჭირო",- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.